გაკვეთილის გეგმა
|
,,ჩემი სოფელი’’ --იაკობ გოგებაშვილი
|
სწავლების საფეხური/ მოსწავლეთა პროფილი
|
მესამე კლასი, ოცი მოსწავლე.
|
მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ თავიანთი სოფლის ადგილ-მდებარეობა, რომელი მდინარე ჩამოუდის მას.
რა საქმიანობას ეწევიან ძირითადად. შეადგინონ ასოციაციური რუკა. გამოთქვან ვარაუდი ტექსტის შესაძლო შინაარსის მიხედვით.
შეადარონ ერთმანეთს გოგებაშვილის სოფელი და თავიანთი სოფელი, იპოვონ მსგავსება და
განსხვავება. შეადგინონ ვენის დიაგრამა. დაიცვან პაუზა სასვენ ნიშნებთან.იმუშაონ ჯგუფებში,
გააკეთონ პრეზენტაცია და შეაფასონ ერთმანეთი.(უნარ-ჩვევა).გრამატიკიდან- ორი სიტყვისაგან
მიიღონ ერთი სიტყვა.
|
მიზნები და შედეგები
|
შეძლონ განსაზღვრონ თავიანთი სოფლის ადგილ- მდებარეობა. მდინარის დასახელება.
სოფლის მნიშვნელოვანი ობიექტების დასახელება. შეძლონ აღნიშნონ, თუ რა საქმიანობას
მისდევენ სოფელში. შეძლონ საუბარი, თუ რატომ უყვართ მათ საკუთარი სოფელი,რათა შემდეგ
შეადარონ შესასწავლ მასალას. შეძლონ სათაურის მიხედვით გამოთქვან ვარაუდი
ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ. გაავლონ პარალელი მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა
და პირად გამოცდილებას შორის. შეადგინონ ვენის დიაგრამა. შეძლონ ხმამაღლა ტექსტის
წაკითხვა და დაიცვან პაუზა სასვენ ნიშნებთან. შეძლონ გამოყონ სიუჟეტის მანვითარების
დაწყება,განვითარება და დასკვნა. შეძლონ
წაკითხულიდან მიღებული შთაბეჭდილებებით შექმნან ასოციაციური რუკა, ილუსტრაციები და
შეაფასონ სხვების ნამუშევრები.
შეძლონ კომპოზიტების მართლწერა და
მათი დაჯგუფება (ვინ? რა? როგორი?) მოთხრობის გაგრძელება საკუთარი ვერსიით. შეძლონ
ჯგუფებში მუშაობა და პრეზენტაცია.
ქართ.III.2 მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მოსმენა,გაგება და
მათი შინაარსის გადმოცემა.
ქართ.III.3 მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების
სათანადოდ გამოყენება.
ქართ.III.4 მოსწავლე ფლობს კითხვის თექნიკას.
ქართ.III.6 მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის
თხრობითი ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართ.III.7 მოსწავლეს შეუძლია
თექსტის მიმარტ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ.III.8მოსწავლეს შეუძლია მარტივი თექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული
ნიშნების ამოცნობა.
ქართ.III.12 მოსწავლეს შეუძლია მცირე ტექსტის დამოუკიდებლად
შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობენ,
როგორია მისი კლიმატი, რომელ ქალაქთან მდებარეობს ახლოს ჩვენი სოფელი.რომელი მდინარე
ჰყოფს მათ მათ. რითია მნიშვნელოვანი ჩვენი სოფელი. არიან თუ არა ჩვენს სოფელში განოჩენილი
ადამიანები.არის თუ არა ჩვენს სოფელში მნიშვნელოვანი ისტორიული და თანამედროვე ობიექტები. უნდა ჰქონდეთ ინფორმაციის მოძიების,
ტექსტის გაგრძელებით კითხვის უნარ-ჩვევა. ვენის დიაგრამის შედგენა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ვაფასებ ჯგუფურ მუშაობას და პრეზენტაციას.შეფასება მოხდება წინასწარ
შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოები, დაფა, ცარცი, სამუშაო რვეული,საწერ-კალამი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო
საკითხები--2 წთ
საშინაო დავალების შემოწმება და გაუგებარ საკითხებზე ყურადღების გამახვილება.3წთ
A.-ფაზა-გამოწვევა 10 წთ.
ვსვამ კითხვას-საქართველოს რომელ კუთხეში ვცხოვრობთ?
როგორია მისი კლიმატი?
რომელ ქალაქთან ახლოს მდებარეობს
ჩვენი სოფელი.
.რომელი მდინარე ჰყოფს მათ?
რითია მნიშვნელოვანი ჩვენი სოფელი?
არის თუ არა ისტორიული მნიშვნელობის
ობიექტი ჩვენს სოფელში?არიან
თუ არა ჩვენს სოფელში გამოჩენილი ადამიანები? მოსწავლეებს ეკრანზე ვაჩვენებ
თვალსაჩინოებას.
კიდევ რომელი მნიშვნელოვანი
ადგილები ვიცით,სადაც ვყოფილვართ?
თუ იცხოვრებდი მუდმივად სხვა ქვეყანაში? თუ კი რატომ, თუ არა, რატომ.
მაშ რატომ გვიყვარს ჩვენი სოფელი?
ახლა გავიხსენოთ ვინ იყო იაკობ
გოგებაშვილი და რით დაგვამახსოვრა მან თავი?მოსწავლეებს ეკრანზე ვაჩვენებ შესაბამის
თვალსაჩინოებას.
B- ფაზა.
20 წთ.
1.აქტივობა
მოსწავლეებს შევახსენებ
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან დეტალებს.
2. აქტივობა ტექსტის კითხვა.
3. ვკითხულობ ტექსტს.
და გზადაგზა ვხსნი გაუგებარ
სიტყვებს.
4.ვაკითხებ საგაკვეთილო ტექსტს მოსწავლეებს გაგრძელებით.
აქტივობა
5.თუ როგორ გაიგეს ახსნილი მასალა, ვსვამ კითხვებს ტექსტიდან გამომდინარე.,..,.თუ
იცნობთ ან თუ გაგიგიათ ვინმე გამოჩენილი ადამიანის შესახებ,ჩვენი სოფლის მკვიდრთაგან.
ეკრანზე ვაჩვენებ თვალსაჩინოებას.
აქტივობა
6.გადავდივარ გრამატიკულ მასალაზე. მოსწავლეებს ვესაუბრები კომპოზიტებზე,
საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებზე და მომყავს შესაბამისი მაგალითები ეკრანზე. მოვითხოვ
მოსწავლეებისგან აღნიშნულ სიტყვებს დაუსვან კითხვები და განსაზღვრონ მეტყველების
რომელ ნაწილს მიეკუთვნებიან ისინი.
აქტივობა
7.კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ ბარათზე დაწერილ დავალებებს.
ვავალებ ერთმანეთს გაუცვალონ სიტყვები და იმსჯელონ მათ შესახებ.
აქტივობა
8. შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას აკეთებენ დაფაზე.
C-ფაზა--რეფლექსია. 10 წთ.
ვსვამ კითხვებს:რა იცოდით თემის
ირგვლივ. რა ისწავლეთ და რა გინდათ იცოდეთ.მოსწავლეებს ვავსებინებ ცხრილს.
შემდეგ ვაკეთებინებ ვენის დიაგრამას. რა აქვს საერთო და დანსხვავებული
თქვენსა და გოგებაშვილის სოფელს.
შევაფასებ მოსწავლეებს და მივცემ საშინაო დავალებას.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий