პროექტი

პროექტის სახელწოდება: 
 ,,ჩემი სოფელი“
პროექტის მთავარი იდეა :
 თემის უკეთ გასაცნობად გავესაუბრები და კითხვებს დავუსვამ მოსწავლეებს: საქართველოს აქვს მდიდარი ისტორიული წარსული. ნოსირიც უძველესი სოფელია. გაინტერესებთ რატომ დაერქვა ნოსირი? გეოგრაფიულად სად მდებარეობს? რას საქმიანობენ მისი მცხოვრებნი? ყოველივე ამის გასაცნობად გთავაზობთ მუშაობას პროექტზე  ,,ჩემი სოფელი“.შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილებ დავალებებს ჯგუფების მიხედვით.
პროექტის აქტუალობა:
 მნიშვნელოვანია მოსწავლე იცნობდეს იმ ადგილს, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა და თავისი სამშობლოს ისტორიის შესწავლა დაიწყოს თავისი სოფლიდან. გარდა ამისა მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განუვითარდეთ, კვლევა -ძიების, პრეზენტაციის, ინფორმაციის მოძიების, კომპიუტერთან  და ერთმანეთთან  ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა შეისწავლონ ნოსირის წარმოშობა და ადგილ-მდებარეობა.(გეოგრაფია) გაეცნონ სოფლის ისტორიულ და თანამედროვე ობიექტებს. გაიცნონ სოფლის ღირსეული და გამორჩეული ადამიანები. გამოიმუშაონ ინფორმაციის მოძიების, კვლევა- ძიების, პრეზენტაციის, კომპიუტერთან და ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი:
 8-9 წლის.
ვადები/ ხანგრძლივობა:
  ორი თვე.
მოსალოდნელი შედეგები:
შეიქმნება: ბუკლეტი, კედლის გაზეთი, სლაიდები,ფოტოები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ციფრული ფოტოაპარატი,კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, მიკროავტობუსი.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები)
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ვყოფ 4 ჯგუფად და ვაძლევ დავალებებს:
1.      ჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია,რატომ დაერქვა სოფელს ნოსირი,როგორია მისი ადგილ-მდებარეობა, კლიმატი, რა საქმიანობით არის ცნობილი ეს სოფელი რომელი მდინარე ჩამოუდის მას,რომელ ქალაქთან არის ახლოს.ამისათვის გამოიყენონ რუკა, ინტერნეტი, ესაუბრონ უფროსებს.
2.      ჯგუფი-წარმოადგინონ ინფორმაცია ნოსირში არსებული საწარმოების შესახებ. რა პროდუქციას აწამოებენ ისინი და სად ახდენენ რეალიზაციას. დაეკითხონ უფროსებს.
3.      ჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია სოფელში არსებული ეკლესიის შესახებ. როდის აშენდა, ვინ ააშენა,ვისი სახელობისაა დაახლოებით რამდენი მრევლი ჰყავს,ვინ არის მოძღვარი.დაინტერესდნენ მისი ბიოგრაფიით.ეს ყველაფერი გააკეთონ მრევლთან ურთიერთობით.
4.      ჯგუფი-მოიძიონ დამატებით ინფორმაცია სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე,როგორიცაა: დადიანების სასახლე, წითელ წიგნში შეტანილი ხეები და სხვა.

მე-2 ეტაპზე მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას შუალედურ პრეზენტაციებზე წარმოდგენილი  მასალები დაამუშაონ და დაახარისხონ. დაამზადონ ბუკლეტი, გამოიყენონ ვიზუალური მასალა და შექმნან კედლის გაზეთი. მოაწყონ ექსკურსია სოფლის შესწავლის მიზნით. მოემზადონ თემის ,,ჩემი სოფელი“ საბოლოო პრეზენტაციისათვის.
საგნებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 ისტ-ი, ისტორია, გეოგრაფია,ქართული.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
  ნანა ბესელია
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
 nanabeselia@gmail.com

პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий